ყველაზე ჭკვიანი ძაღლები

კოლი

ამ ჯიშის ძაღლები არაერთხელ გვყავს ნანახი ფილმებში. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და მარტივად შეიძლება მათი გაწვრთვნა, უყვართ ბავშვები. ის გამოყვანილია,როგორც მეცხვარე ძაღლის ჯიში. ასევე,კოლი გამოირჩევა სილამაზითაც.

პაპიონი

როგორც მის გარეგნობიდან ვხედავთ,პაპიონი პატარა ჯიშის ძაღლია. პატარა ჯიშის ძაღლებიდან ყველაზე ჭკვიანი და გონიერი ძაღლია. ის გარეგნობით ძალიან ბევრ ადამიანს ხიბლავს. პაპიონი დღესდღეობით ძალაინ პოპულარულია.

პუდელი

პუდელი გამოირჩევა ჭკუით. მას შეუძლია ნივთების მოტანა. ის ძალიან მარტივად ითვისებს სხვადასხვა ბრძანებას. ამავდროულად, ძალიან აქტიურია.

ოქროსფერი რეტრივერი

გამოყვანილია იმის გამო, რომ ადამიანის მეგზური იყოს. მას იყენებენ ნადირობისთვის. ის ძალიან ჭკვიანი და ამავდროულად, საყვარელი ჯიშის ძაღლია. გარეგნობითაც ძალიან ლამაზია.

დობერმან პიჩერი

დობერმანის გაწვრთნა ყველას არ შეუძლია. მისი გარეგნობიდანაც ჩანს,რომ ის ძალიან ძლიერი ძაღლის ჯიშია. ხშირად მას იყენებენ რაიმეს დასაცავად. ასევე,ის არის ძალიან ჭკვიანი ძაღლი.შეგვიძლია ვთქვათ,რომ დობერმანზე ჭკვიან ძაღლს ნაკლებად თუ შევხვდებით.

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე