ძაღლის ჯიშები

რამდენადაც ცნობილია, მსოფლიოში ძაღლის უამრავი ჯიშია, ზოგი პატარა,ზოგიც კი ძალიან დიდი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება მჟღავნდება სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად: ფუნქციებით, ხასიათით, ვიზუალით, შეფერილობითა და სხვა. განვიხილოთ რამდენიმე ჯიში:

 ნაგაზი

ნაგაზი ყველაზე გავრცელებული ჯიშია საქართველოში. ის ყველასთვის ცნობილია. იგი ასოცირდება სამშობლოსთან, გააჩნია აზროვნების უდიდესი უნარი. მას შეუძლია ნებისმიერი რთული დავალების შესრულება, გარდა ერთისა – იგი არ არის სახლის ძაღლი. მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ჭკვიანი, ძლიერი ჯიში. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიდი ეზო. მისი ერთ-ერთი ფუნქცია ისიც არის, რომელიმე მაღალმთიან რეგიონში უვლიდეს ცხოველებს. 

        ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორი ძაღლის ერთ-ერთი პოპულარული  ჯიშია. მას ძალიან კარგად შეუძლია ნადირობა. ის არის ძალიან მეგობრული, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. მთელ მსოფლიოში ითვლება ყველაზე ინტელიგენტ ძაღლად. მას განსაკუთრებით  უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის ძალიან აქტიურია. ამ ტიპის ძაღლებისთვის დამახასიათებელია მოკლე ბეწვი. აუცილებელია მათი  ბეწვის დავარცხნა კვირაში ერთხელ სავარცხლით.  

ლაბრადორებს სიმსუქნისკენ მიდრეკილება ახასიათებთ.

დობერმანი

ეს ჯიში მრავალ ადამიანს აღაფრთოვანებს საკუთარი გარეგნობით. ერთ დროს ეს ჯიში საქართველოში ძალიან პოპულრული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. 

მათი ყოლა არ შიძლება ოჯახში ბავშვებთან ერთად. ის ითვლება სასტიკ და აგრესიულ ძაღლად.

დობერმანები ადვილად სწავლობენ პატრონის პატივისცემას და მათ დაცვას, ამის გამო ისინი მიიჩნევიან მოდარაჯე ძაღლებად. 

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე