ყველაზე ერთგული ძაღლები

ძაღლი ადამიანის ოთხფეხა მეგობარია, მისი მთავარი ღირსება – ეს არის ერთგულება. განვიხილოთ ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც ერთგულებით გამოირჩევიან.

ლაბრადორი

მას ძალიან უყვარს პატრონი, მაგრამ დამცველის ფუნქციას თითქმის არ ასრულებს. ეს არის ოჯახის ძაღლი. მას აქვს მხიარული თვისებები და გამოირჩევა გულკეთილობით. ლაბრადორს შეუძლია,იყოს ბავშვების კარგი მეგობარი და საუკეთესო კომპანიონი. ამავდროულად,მას აქვს გაძლიერებული ყნოსვა.

ბოქსიორი

ის პატრონის ერთგულია. ამ ჯიშის ძაღლს მიიჩნევენ სულელელად, თუმცა სინამდვილეში საჭიროა მისი სწორად აღზრდა. ბოქსიორს პატრონის გამო შეუძლია თავი გაწიროს. პატრონისგან მოითხოვს ყურადღებას და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამ ჯიშის ძაღლებს ესაჭიროებათ პატარაობიდან გაწვრთნა.

კოლი

კოლი,ანუ შოტლანდიური ნაგაზი, გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით როგორც ოჯახის წევრებთან,ასევე სხვა ბინადარ ცხოველებთან. ის ერთგულია პატრონის და ასევე სხვადასხვა შემთხვევაში იცავს მას.კოლის შეუძლია შეიყვაროს ადამიანი და იზრუნოს მასზე. უცხო ადამიანს არასდროს ენდობა და მას ეჭვისთვალით უყურებს.

როტვეილერი

როტვეილერის ჯიშის ძაღლებს აქვთ კარგი ფსიქიკა და კარგად იწვრთნებიან. ამ ჯიშის ძაღლი საოცრად ერთგულია. როტვეილერი კარგი დამცველია. ის არასდრო მიატოვებს პატრონს როგორ გაჭირებაშიც არ უნდა იყოს. მასთან ბავშვები დაცულად გრძნობენ თავს.

მიუხედავად მისი გარეგნობისა,ის არის ძალიან გულწფელი და ერთგული ძაღლის ჯიში. მას აქვს ერთი ნაკლი.ის,რომ თამაშის დროს შეუძლია პატრონს მიაყენოს ზიანი. ამის მიზეზი კი მისი სიძლიერეა.

გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი განსაკუთრებით ჭკვიანი ძაღლია. ამ ტიპის ძაღლებს წვრთნიან სამხედრო ან პოლიციის სამსახურში. ის იოლად სწავლობს ბრძანებებს.

გერმანული ნაგაზი არ მეგობრობს ოჯახის ყველა წევრთან.ირჩევს ერთ ადამიანს და მისი ერთგულია სიცოცხლის ბოლომდე.

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე